ახალი ამბები
გორი-ქარელის შემოვლით გზაზე მიწამ დეფორმაცია განიცადა - რას ამბობენ მერიაში
ავტობანის პარალელურად მდებარე, გორი-ქარელის საავტომობილო გზის მონაკვეთზე მიწამ დეფორმაცია განიცხადა.

მთიდან ჩამოსული ნალექი ამჟამად ასფალტის საფარის ქვეშ გროვდება. 

როგორც მერის წარმომადგენელი სკრის ადმინისტრაციულ თემში, ილია ოქროშიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე გზის ჩანგრევის საშიშროება არ არსებობს, თუმცა გზა გამაგრებას საჭიროებს:



,,დაახლოებით 3-4 წლის წინ, საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ამოავსეს ღია ადგილები გუდრონით, რათა წყალი არ ჩასული ასფალტის საფარის ქვეშ. როგორც დღეს ვიზუალურად ჩანს, იგივე პრობლემა კვლავ ჩანს. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლები სისტემატიურად ამოწმებენ გზას.'' - ამბობს ილია ოქროშიაშვილი.

იხსენებს, რომ ეს გზა დაახლოებით 8-10 წლის გაკეთდა. ამ გზამ მნიშვნელოვანი ფუნქცია მაშინ შეიძინა, როდესაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, რუსეთის სამხედროებმა ავტობანი გადაკეტეს.  



,,ამ გზის რეაბილიტაცია მაშინ დაიწყო, როდესაც მე დავიწყე მუშაობა, როგორც სოფლის წარმომადგენლად. მაშინ კედლებითაც გაამაგრეს ის ადგილები, სადაც მეწყერის საშიშროება იყო. ზოგადად, ეს გზა მეწყერსაშიშ ზონაში გადის. მთიდან ჩამოდის ნალექი, ამავე დროს, ამას ემატება სარწყავი არხის წყალიც. დღეს ვიზუალურად ჩანს, რომ გზა დაზიანებულია. ამ ეტაპზე ჩანგრევის საშიშროება არ არსებობს'' - ამბობს ილია ოქროშიაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები