ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში აგროვებენ ნივთებს თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი უერთდება თურქეთის საელჩოს კოორდინაციით დაწყებულ ჰუმანიტარული დახმარების აქციას, რომელიც თურქეთში მიწისძვრის შედეგად დაზარალებული რეგიონების დასახმარებლად დაიწყო.

მოქალაქეებს ქვემოთ ჩამოთვლილი ნივთები შეუძლიათ გორის უნივერსიტეტის პირველ კორპუსში 16 თებერვლამდე მიიტანონ:

- ქურთუკი
- საწვიმარი
- ჯამპერი
- ხელთათმანი
- პლედი
- ქუდი
- წინდა
- საბანი
- საძილე ტომარა
- საკვები ამანათი (მშრალი და დაკონსერვებული საკვები)
- ბავშვთა კვება
- ბავშვის საფენები
- დასუფთავებისა და ჰიგიენის საშუალებები

საელჩო მოხარული იქნება, თუ შემოწირული ნივთები იქნება ახალი, ზამთრის პირობებისთვის შესაფერისი, ღია პაკეტში მოთავსებული.

მისამართი - გორი, ჭავჭავაძის #53, უნივერსიტეტის პირველი კორპუსი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები