ახალი ამბები
გორის მერია ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობის მდგრადობის შესახებ ახალ დასკვნას ელოდება
გორის მერია ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის კორპუსის მდგრადობის შესახებ ახალ დასკვნას ელოდება.

ამის შესახებ მერის პირველი მოადგილე ნიკოლოზ ღვინიაშვილი აღნიშნულ კორპუსში მცხოვრებლებს ესაუბრა.

როგორც შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ გვაცნობა, საინიციატივო ჯგუფის წევრებს ღვინიაშვილმა საბოლოო პასუხის გასაცემად დამატებით ერთი თვის ვადა მოითხოვა

,,ღვინიაშვილს შეხვედნენ საინიციატივო ჯგუფის წევრები. მან თქვა, რომ ერთი დასკვნის მიხედვით, შენობა ავარიული და ცხოვრება არ შეიძლებაო. ახლა მეორე დასკვნას ელოდებიან, რომლის პასუხიც ერთ თვეში იქნება მზადო' - აცხადებს აქციის მონაწილე.

ყოფილი ნარკოლოგიური ცენტრის შენობაში მცხოვრები ადამიანები ითხოვენ, რომ მათთვის ალტერნატიული საცხოვრისი გამოიძებნოს. მათი თქმით, მას შემდეგ, რაც თურქეტში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, აუცილებელია, ავარიული შენობებიდან ადამიანების გაყვანა.

,,სულ ორი ბალიც საკმარისია, რომ ეს შენობა დაინგრეს'' - განაცხადეს აქციის მონაწილეებმა.

ჯერ კიდევ 2022 წლის ივლისში, სახალხო დამცველის აპარატმა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვით, გორში 80 ოჯახი ცხოვრობს იმ შენობაში, სადაც ღირსების შემლახავი პირობებია.

იხ. ამავე თემაზე


Print

სტატიის გამოყენების პირობები