ახალი ამბები
მზოვრეთის ციხემდე გზა მოასფალტდება
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ორთუბანში მზოვრეთის ციხემდე მისასვლელი გზა მოასფალტდება.

ამის თაობაზე, ქარელის მერიამ ტენდერი გამოაცხადა.

სატენდერო პირობების მიხედვით, დაახლოებით 3 კმ-იანი გზის მონაკვეთის მოასფალტების სამუშაოები 2024 წლის ბოლოს დასრულდება.

სამუშაოები კი წელს დაიწყება. პირველი ეტაპი 2023 წელს (ღირებულებით 700 000 ლარისა) და მეორე ეტაპი 2024 წელს.

სამუშაოს შესრულების ვადაა პირველი ეტაპი ხელშეკრულების დადებიდან - 119 დღე, მეორე ეტაპი 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.

მერიის ცნობით, ქარელის მუნიციპალიტეტში მდებარე მზოვრეთის გზა ემსახურება მამათა მონასტერს და იმ ტერიტორიაზე არსებულ მეურნეობას (სასოფლო სამეურნეო სავარგულები და სხვა.

,,ეს გზა უზრუნველყოფს როგორც შიდა სასოფლო-სამეურნეო, შიდასახელმწიფოებრივ და საერთაშორისო მნიშვნელობის სატრანსპორტო გზებთან კავშირს, ასევე მნიშვნელოვანია ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის. დაზიანებების ფონზე წვიმიან ამინდებში ადგილი აქვს წყლის მასების დაგროვებას, რომლის გაშრობის ბუნებრივი პროცესი დიდხანს გრძელდება, რის გამოც გზა მუდმივად გატალახიანებული და დეფორმირებულია. გზაზე არსებული დაზიანებები დღითი-დღე მატების ტენდენციით ხასიათდება.'' - აღნიშნულია საპროექტო განაცხადში. 

ფოტო: ,,მზოვრეთი''

Print

სტატიის გამოყენების პირობები