ახალი ამბები
დღეს გორში უჩვენებენ დოკუმენტურ ფილმს - ,,გვირაბი''
დოკუმენტური კინოს ასოციაცია DOCA და შემოქმედებითი ინიციატივების რეგიონული გაერთიანება "ქსელი" დღეს გორში მოქალაქეებს იწვევს დოკუმენტური კინოს დღეებზე.

,,გიწვევთ დიდებსა თუ პატარებში, მოდით, ნახეთ ეს ფილმები. ვისაუბროთ მათ შესახებ. ვისაუბროთ მათში წამოჭრილი თემების შესახებ ფილმის რეჟისორებთან ნინო ორჯონიკიძესთან და ვანო არსენიშვილთან'' - წერია განცხადებაში.

ჩვენება გაიმართება ხელოვნების სახლში, 18:00 სთ-ზე. /ლომჭაბუკის სკვერთან/



ქართველი რეჟისორების - ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანმა დოკუმენტურმა ფილმმა "გვირაბი" საერთაშორისო კინოფესტივალზე ,,Underhill Fest "საუკეთესო საერთაშორისო ფილმის" ნომინაციაში გაიმარჯვა. აღნიშნული კინოფესტივალი ყოველწლიურად მონტენეგროში იმართება და სრულმეტრაჟიან დოკუმენტურ ფილმებს ეძღვნება, რომლებიც იდეებით, ინოვაციურობითა და ამბების მნიშვნელობით გამოირჩევიან.

,,დიდი ინფრასტრუქტურული პროექტები და "პატარა" ხალხი: ნინო ორჯონიკიძისა და ვანო არსენიშვილის სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი "გვირაბი" მოგვითხრობს იმ მოვლენების შესახებ, რომლებიც ბოლო 6 წლის განმავლობაში ვითარდებოდა ხარაგაულის რაიონში "მოლითის" სარკინიგზო სადგურის გარშემო. საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის ამბიციური პროექტის დაწყებისთანავე პატარა სოფლებისა და იქაური მოსახლეობის ცხოვრების წესი თავდაყირა დგება.'' - აღნიშნულია რადიო თავისუფლების სტატიაში.



იხ. უფრო ვრცლად რადიო თავისუფლების მასალა: "გვირაბი" - ინტერვიუ ფილმის რეჟისორებთან

Print

სტატიის გამოყენების პირობები