ახალი ამბები
რატომ ვერ სრულდება გორში შუქნიშნების რეაბილიტაციის პროცესი დროულად
გორში, სტალინისა და ცხინვალის გზატკეცილზე არსებული შუქნიშნების გამოცვლის პროცესი წესით 20 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ამის შესახებ კომპანია ,,გზაჯვარედინი'' და გორის მერია ჯერ კიდევ 27 იანვარს შეთანხმდნენ. სამუშაოები ერთი თვით ადრე, იანვარში უნდა დასრულებულიყო.

კომპანია ,,გზაჯვერიდინის'' წარმომადგენელმა ვადის გადაწევის მიზეზად დაასახელა მიწისქვეშა კომუნიკაციებს, რომელიც მუშებს დახვდათ.

როგორც დირექტორი ნიკოლოზ გაბელაია გორის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ატყობინებს:

,,ჩვენი კომპანია აწარმოებს ქ. გორში ცხინვალის გზატკეცილის, პუშკინისა და ტყვიავის ქუჩების კვეთაზე, სტალინის გამზირსა და თამარმეფის ქუჩის კვეთაზე შუქნიშნების მოწყობის სამუშაოებს. გაცნობებთ, რომ პროექტზე მუშაობის პროცესში საპროექტო/სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციასა და ობიექტზე არსებულ სიტუაციას შორის გამოიკვეთა რიგი უზუსტობები, რაც საჭიროებს კორექტირებების შეტანას. მიწისქვეშა კომუნიკაციები, რომელიც აფერხებს სამუშაოების სწრაფ მსვლელობას. კომუნიკაციების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, სამუშაოები მიმდინარეობს ხელით, მექანზმების გამოყენების გარეშე, რის გამოც, ობიექტზე სამუშაოები ვერ მიმდინარეობს გეგმა-გრაფიკის თანახმად, რაზედაც მოგმართავთ თხოვნით, რომ სამუშაოების მიწოდების ვადა გადაგვიწიოთ'' - ასეთი იყო ,,გზაჯვარედინის'' დირექტორის წერილი 23 იანვარს.

საკითხი მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურმა შეისწავლა და მერს რეკომენდაცია მისცა, რომ სამუშაოების ვადა 20 თებერვლამდე გაგრძელებულიყო. თუმცა, რა ბედი ეწევა გადათხრილ გზებს, ეს ჯერ უცნობია.

პროექტის ღირებულებაა 365 000 ლარია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები