ახალი ამბები
,,რუსული კანონი არ არის საქართველოს არჩევანი'' - ჟურნალისტების აქცია პარლამენტში
საქართველოს პარლამენტის შენობაში ჟურნალისტების ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს კანონპროექტის წინააღმდეგ, რომელიც მედიასაშუალებების და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების დიდ ნაწილს “უცხოური გავლენის აგენტებად” გამოაცხადებს.

“მაინც ვერ გაგვაჩუმებთ”, “სიმართლის გეშინიათ”, “აგენტი თავი გაბიათ”, “არა! პუტინის კანონს” – ჟურნალისტებს ხელში ამ შინაარსის პლაკატები უჭირავთ. ისინი მოუწოდებენ პარლამენტს უარი თქვას საპარლამენტო უმრავლესობის წევრი “ხალხის ძალის” მიერ დარეგისტრირებული კანონპროექტის განხილვაზე. ამ ტიპის კანონმა რუსეთში ჯერ შეზღუდა და შემდეგ, ფაქტობრივად, გააქრო კრიტიკული მედიასაშულაბები და ორგანიზაციები.

იხ. ვრცლად ნეტგაზეთი

Print

სტატიის გამოყენების პირობები