ახალი ამბები
ხაშურში ქალმა სასწრაფო დახმარების მანქანაში იმშობიარა
ხაშურში ქალმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანაში იმშობიარა.

ამის შესახებ ინფორმაციას მოქალაქე თეონა გოგინაშვილი ავრცელებს.

მისი თქმით,  არაჩვლეულებრივი ბრიგადა შეხვდათ და ,,მშვიდობით მოევლინა "ლუკა" ჩვენს ქვეყანას.'

,,ქალბატონი, რომელიც დღეს ექიმი, ექთანი და ბებია ქალი იყო, არის ნინო ნოზაძე.'' - წერს თეონა გოგინაშვილი.

იგი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ხაშურში სამშობიარო საავადმყოფო არ არის,  ხოლო გამოუვალი სიტუაციის გამო, ევექსის კლინიკამ უარი არ უთხრეს მიღებაზე:

,,მიუხედავად ამისა, ხაშურის საავადმყოფომ დედა და უკვე დაბადებული ჩვილი მიიღო.'' - წერს მოქალაქე თეონა გოგინაშვილი.

მისი თქმით,  სამედიცინო დაწესებულებაში ჯერ გაოცდნენ, შეეშინდათ, აღელდნენ, რა ვქნათ, აქ რომ არანაირი პირობები არ გვაქვს დედას და ბავშვს როგორ მივხედოთო?!

,,თუმცა არ დაიბნენ... მთელი საავადმყოფოს მედპერსონალი ფეხზე დადგა. არ ქონდა მნიშვნელობა. რას წარმოადგენდგნენ საავადმყოფოში, ყველა გაერთიანდა დედა- შვილის გადასარჩენად. და ასეც მოხდა... მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა, თბილისში მაინც გადაიყვანეს აქ არარსებული სამშობიარო პირობების გამო, რომ სრულად გამოეკვლიათ დედა - შვილის მდგომარეობა...... და ამით იმის თქმა მინდა, რომ ხაშურს - ამხელა რაიონს როგორ შეიძლება სამშობიარო სახლი არ ქონდეს? მადლობა ხაშურის ევექსის კლინიკას და სასწრაფოს ბრიგადას.'' - აცხადებს თეონა გოგინაშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები