ახალი ამბები
,,დაუშვებელია რუსული კანონის მიღება'' - პროტესტი გორში
გორში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ საქართველოს პარლამენტში ინიცირებული კანონპროექტი არ არის საქართველოს არჩევანი.

შეხვედრის მონაწილეებმა განაცხადეს, რომ საქართველოს პარლამენტმა არ უნდა დაუშვას ,,უცხოური გავლენების აგენტების'' შესახებ კანონპროექტის მიღება.

შეგროვებდა ხელმოწერები, რომელსაც პეტიციის სახით, საქართველოს პარლამენტს გაუგზავნიან. იმსჯელეს ასევე იმის შესახებ, თუ როგორ იმოქმედონ კოორდინირებულად დედაქალაქში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად.

პრესის საერთაშორისო ინსტიტუტი (IPI) საქართველოს პარლამენტის წევრებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ კანონპროექტს „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ.

კანონპროექტის მიხედვით, ნებისმიერი მედიასაშუალება თუ არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური დაფინანსებაა, "უცხოური გავლენის აგენტად" უნდა დარეგისტრირდეს.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს პარლამენტის პოლიტიკურ ფრაქციებს მოუწოდებს, მხარი არ დაუჭირონ "ხალხის ძალის" ინიციირებულ კანონპროექტს, რომელიც დამოუკიდებელ მედიასაშუალებებსა და სამოქალაქო ორგანიზაციებს აიძულებს, დარეგისტრირდნენ "უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების" რეესტრში.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აცხადებს, რომ კანონი ქვეყანაში ჩაახშობს დამოუკიდებელ ხმას. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ნედ პრაისმა განაცხადა, მსგავსი კანონი პოტენციურ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები