ახალი ამბები
პოლიციამ "პუბლიკას" ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავა
პოლიციამ "პუბლიკას" ჟურნალისტი ზურა ვარდიაშვილი დააკავა.

ადგილზე გადაღებულ ვიდეომასალაში ჩანს ფაქტი, თუმცა, ჟურნალისტის დაკავების მიზეზი უცნობია.

შინაგან საქმეთა სამინისტრო ჟურნალისტის დაკავებასთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს და ამბობს, რომ ამ დროისათვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ოთხი პირია დაკავებული.

რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე მოქალაქეები რუსულ კანონს აპროტესტებენ.

როგორც მედიის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ისმის, პოლიციას უხსნიან, რომ ვარდიაშვილი ჟურნალისტია, თუმცა პოლიცია მის დაკავებას აგრძელებს.

აქციაზე ასევე დააკავეს ტაბულას ჟურნალისტი ბექა ჯიქურაშვილი.

ქარტია გმობს მედიის წარმომადგენლის დაკავებას და პარლამენტის მხრიდან მედიის წარმომადგენლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას. ეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (154-ე მუხლი) დარღვევა და დანაშაულია. დაუშვებელია მედიის მიმართ მსგავსი ფორმით მოპყრობა.

-----------

დაახლოებით 00:10 სთ-ზე პოლიციამ ჟურნალისტები გაათავისუფლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები