ახალი ამბები
პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო
7 მარტს საქართველოს პარლამენტის პლენარულმა სხდომაზე დღეს,  პირველი მოსმენით დაუჭირეს მხარი რუსულ კანონს, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებების ნაწილს "უცხოური გავლენის აგენტებად" აცხადებს.

რუსულ კანონს მხარი 76-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო წინააღმდეგი 13 წავიდა. პროტესტი სწორედ რუსულ კანონს მოჰყვა პარლამენტში.

ევროკავშირის განცხადებით, ეს კანონი ეწინააღმდეგება 12-პუნქტიან რეკომენდაციებს, რომელიც ქვეყანა კნაიდატის სტატუსის მისაღებად სჭირდება.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ვიზიტით აშშ-ში იმყოფება, მიმართავს რუსთაველის მოედანზე დღეს შეკრებილ დემონსტრანტებს.

განცხადებაში ის კიდევ ერთხელ აკრიტიკებს რუსულ კანონს ე.წ. უცხოური აგენტების შესახებ და ამბობს, რომ ის გასაუქმებელია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი ნედ პრაისი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით კითხვას ყოველდღიურ ბრიფინგზე პასუხობს და აცხადებს, რომ აშშ-ს იმედი აქვს, საქართველოს მთავრობა მოუსმენს ქართველი ხალხის ნებას:

"ვაკვირდებით საქართველოში ბოლო საათების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. მივიღეთ ცნობები, რომ მანიფესტანტებს, რომლებიც აპროტესტებდნენ "უცხოური აგენტების რეგისტრაციის" კანონპროექტს, დაუპირისპირეს ცრემლსადენი გაზი და სხვა შემზღუდავი საშუალებები. ჩვენი მესიჯი ქართველ ხალხთან, საქართველოს მთავრობასთან არის ის, რომ აშშ დგას ყველასთან, ვინც მშვიდობიანად გამოხატავს უნივერსალურ უფლებას, რაც შეკრებას და თავისუფლად საუბარს გულისხმობს, რათა ანგარიშვალდებული ჰყავდეთ საკუთარი მთავრობა.

ჩვენ გავაგრძელებთ სიტუაციის მონიტორინგს. ჩვენი მესიჯია, რომ მშვიდობიან მომიტინგეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა გამოიყენონ ეს უფლება. […] ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, საქართველოს მთავრობა უსმენს ქართველ ხალხს. ქართველი ხალხი ხმამაღლა აფიქსირებს თავის აზრს, რომელსაც ცრემლსადენი გაზით და სხვა საშუალებებით ახშობენ. ეს შეშფოთების საგანია ჩვენთვის, მაგრამ ვფიქრობთ, მთავრობები მსოფლიოს გარშემო მოუსმენენ საკუთარ ხალხს, მათ შორის მთავრობა თბილისში" ,— აცხადებს სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-სპიკერი.




Print

სტატიის გამოყენების პირობები