ახალი ამბები
ფრაზის ,,პუტინი ცუდიას'' გამო გორის კარფურში ინციდენტი მოხდა
გორელ პედაგოგს თეა კეჩხუაშვილს ორმა მოქალაქემ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ამ ორიდან ერთი მამაკაცია. თეა კეჩხუაშვილი გორის პოლიციამ უკვე დაკითხა. დაიწყო მოკვლევა.

თეა კეჩხუაშვილი აცხადებს, რომ დაპირისპირება ფრაზას ,,პუტინ ხ*ს'' მოყვა.

,,სუპერმარკეტში თავდაპირველად შემოვიდა ორი მოქალაქე, როგორც მივხვდი, იყვნენ რუსები. ვკითხე, თუ საიდან იყვნენ და დამიდასტურეს, საიდანაც იყვნენ. ვუთხარი, რომ პუტინი ცუდია, მაგრამ მიპასუხა, რომ ყველას თავისი აზრი აქვს. ამ დროს შემოვიდა 50 წლამდე ასაკის ქართველი მამაკაცი, აშკარად, ეტყობოდა, რომ აქაურია, მაგრამ რუსეთში ცხოვრობს. დაიწყო ჩემ მიმართ შეურაცხმყოფები სიტყვების გამოყენება. ქართულად მაგინებდა, მაგრამ იყენებდა რუსულ სიტყვებს. მეც შესაბამისად ვუპასუხე. ჯერ ეს ქალი გამოემართა ჩემსკენ, ტელეფონს მართმევდა, შემდეგ იმ კაცმა ჩამარტყა ხელში.'' - ამბობს თეა კეჩხუაშვილი ჟურნალისტებთან საუბარში.

ინციდენტის ნაწილი თეა კეჩხუაშვილმა ვიდეოთიც გადაიღო და გამოაქვეყნა. ვიდეოში მამაკაცი სუპერმარკეტის თანამშრომლებს საყვედურობს, რომ არ საყვედურობენ თეა კეჩხუაშვილს, რომელსაც უზრდელი უწოდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები