ახალი ამბები
პარლამენტმა მეორე მოსმენით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ჩააგდო
პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ კანონპროექტს მეორე მოსმენით უყარა კენჭი და ჩააგდო. კენჭისყრის შედეგებით, ერთი მომხრე და 35 წინააღმდეგი იყო.

ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ჯერ მაგიდებთან, შემდეგ კი ტრიბუნასთან ევროკავშირისა და საქართველოს დროშები გაშალეს.

ორდღიანი ფართომასშტაბიანი პროტესტის შემდეგ, გუშინ 9 მარტს, მმართველმა გუნდმა ე.წ აგენტების კანონპროექტის გაწვევის შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილი ვენეციის კომისიის პრეზიდენტს წერილს უგზავნა და სთხოვა აღარ განიხილონ მათ მიერ გაგზავნილი კანონპროექტები.

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები მოჰყვა პარლამენტის მიერ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებას. კანონპროექტი უცხოეთის გავლენის აგენტად დარეგისტრირებას ავალდებულებდა არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიასაშუალებებს, რომელთა დაფინანსების დიდი ნაწილი (მინიმუმ 20%) უცხოეთიდანაა მიღებული.

პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით 7 მარტს დაამტკიცა, საქართველოს საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლების და ოპოზიციის პროტესტის და მოწოდებების მიუხედავად, უარი ეთქვა "რუსულ კანონზე" და ევროპული პერსპექტივის დასამარებაზე.
"ქართული ოცნების" საპარლამენტო უმრავლესობა პროვოკაციულს უწოდებდა განცხადებებს "რუსული კანონის" და ევროპული ინტეგრაციის მიზანმიმართული შეფერხების შესახებ და საკანონმდებლო ცვლილების ერთადერთ მიზნად ასახელებდა გამჭვირვალობას და საზოგადოების ინფორმირებას.
Print

სტატიის გამოყენების პირობები