ახალი ამბები
ახალგორის რაიონის სოფელ არმაზის მკვიდრი ალან ჩერტკოევი გაუჩინარდა
ახალგორის რაიონში 1998 წელს დაბადებული, სოფელ არმაზის მკვიდრი ალან ჩერტკოევი გაუჩინარდა.

ინფორმაციას დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

"ალან ავთანდილის ძე ჩერტკოევი 13 მარტს სახლიდან გავიდა და არ დაბრუნებულა. დღეის მდგომარეობით მიმდინარეობს სამძებრო-ოპერატიული ღონისძიებები გაუჩინარებულის ადგილმდებარეობის დასადგენად" — აღნიშნულია პრესსამსახურის განცხადებაში.

სამინისტრო მოუწოდებს მოსახლეობას, რაიმე ინფორმაციის არსებობის შემთხვევაში შეატყობინონ შესაბამის უწყებებს.

ფოტოზე: ალან ჩერტკოევი (გენა მამიტოვის ფოტო)
Print

სტატიის გამოყენების პირობები