ახალი ამბები
მდინარე ტანაში კალმახის 100 000 ქვირითი გაუშვეს
მდინარე ტანის შენაკადები "წითელი ნუსხის" სახეობის ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითით დათევზიანდა - ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტოების ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, პოპულაციის აღდგენის მიზნით, მდინარე ტანას შენაკადებში აღმოსავლეთ პოპულაციის (მტკვრის აუზი) ნაკადულის კალმახის 100 000 ქვირითი გაუშვეს.



,,მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს ადამიანის მინიმალური ჩარევით.'' - აღნიშნულია განცხადებაში.

ცნობისათვის, შიდა ქართლში, ტანასა და თეძამის დაცული ტერიტორიები 2022 წელს დაარსდა და წარმოადგენს უმნიშვნელოვანეს ადგილს ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისთვის, გამოირჩევა ფლორისა და ფაუნის სახეობების მრავალფეროვნებით, სადაც გავრცელებულია საქართველოს "წითელ ნუსხაში" შეტანილი ფლორისა და ფაუნის სახეობები.

Print

სტატიის გამოყენების პირობები