ახალი ამბები
,,გორში მოქალაქეები სკამებს აქეთ-იქით დაატარებენ'' - კეთილმოწყობის სააგენტო
გორის კეთილმოწყობის სააგენტოს ცნობით, მოქალაქეები იმ სკამებს, რომლებიც სკვერებშია განთავსებული, აქეთ-იქით დაატარებენ.

ამის შესახებ გიორგი ბარჯაძემ ტელეკომპანია ,,მონიტორინგის'' ეთერში ექსკლუზიურად ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, საჭირო გახდა სკამების დამაგრება იმგვარად, რომ მოქალაქეებმა აღარ შეძლონ სხვა ადგილზე მისი გადატანა.

კეთილმოწყობის სააგენტომ ქალაქის ყველაზე ტერიტორიაზე მოახდინა სკამების ე.წ. ფიქსაცია.

რაც შეეხება ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტებს, გიორგი ბარჯაძის ცნობით, მოქალაქეები ანადგურებენ სანათებსაც, ასევე, დააზიანეს ინსტალაცია ,,მე მიყვარს ჩემი გორი''

აღნიშნულ ინსტალაციას რამდენიმე ადგილზე დადგეს, თუმცა ყველგან დააზიანეს, საბოლოოდ, სააგენტომ თავის ეზოში წაიღო. როგორც ბარჯაძე აცხადებს, რეაბილიტაციის მიზნით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები