ახალი ამბები
წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგად შიდა ქართლიდან მიმოზა ღოლიჯაშვილი დასახელდა
წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების პედაგოგად შიდა ქართლიდან მიმოზა ღოლიჯაშვილი დასახელდა.

ჯილდო აშშ-ს ელჩმა კელი დეგნანმა გადასცა.

მიმოზა ღოლიჯაშვილი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის პედაგოგია.

დაჯილდოების ცერემონიალი სამოქალაქო განათლების პედაგოგთა წლიური კონფერენცია-გამოფენაზე გაიმართა.

ღონისძიების მსვლელობისას გამოვლინდნენ წლის საუკეთესო სამოქალაქო განათლების მასწავლებლები, წლის წარმატებული პედაგოგები და სასკოლო სამოქალაქო კლუბების საუკეთესო მეურვეები.


Print

სტატიის გამოყენების პირობები