ახალი ამბები
გალაკტიონი - გორის თეატრის სცენაზე
გორის თეატრის მცირე დარბაზში წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი, რომელსაც გალაკტიონ ტაბიძის შემოქმედების მიხედვით, თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჰაინე-შველიძე დგამს.

რეპეტიციიდან ფოტოები მსახიობებმა უკვე გაავრცელეს.

,,მე მოვალ - სიზმარი'' - ასე გქვია სპექტაკლს, რომელიც 2023 წლის 27 მარტს, 19 საათზე დაიდგმება.

შეგახსნებთ, 27-30 მარტს, გიორგი ერისთავის სახელობის გორის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი, იუნესკოს თეატრის საერთაშორისო ინსტიტუტთან ერთად, გამარტავს საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალს

ფესტივალი ხორციელდება გორის მუნიციპალიტეტის მერიის, იტალიის კულტურის სამინისტროს,ხელოვნების სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის მხარდაჭერით, ჩვენებებისთვის გამოყენებულია მასალა ნიდრლანდების სამეფოს კულტურის ფონდ ,, კავკასიის" ვიდეო არქივიდან.

30 მარტს კი გორის თეატრი კიდევ ერთ სპექტაკლს წარმოადგენს - ,,ქეიფი სოლოლაკში''.

დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ თეატრის ოფიციალურ გვერდს
Print

სტატიის გამოყენების პირობები