ახალი ამბები
გორში ,,შეკეთებულ ორმოულებს'' საგარანტიო ვადა არ გააჩნია
მეხუთე დღეა გორში ე.წ. ორმოულები ისევ ამოსავსებია. ამის გამო, ქალაქის სხვადასხვა ქუჩებში მოძრაობა შეფერხებულია.

ამას ისიც ემატება, რომ ნალექი მოვიდა და თხრილები წყლით ამოივსო.

ჩვენ დავინტერესდით, თუ რა ევალება კომპანიას, რომელსაც გორში გზების მოვლა-შენახვა ევალება.

ხელშეკრულების მიხედვით, 2023 წლის განმავლობაში, კომპანია ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო #1''-მ 900 000 ლარის ღირებულების სამუშაო უნდა აწარმოოს.

გორის მერიამ იანვარში უკვე გადაურიცხა 22 ათასი ლარი. თებერვლის სამუშაოები არ უწარმოებია. რაც შეეხება მარტის სამუშაოებს, ჯერ-ჯერობით უცნობია, სამუშაოთა მოცულობა.

ხელშეკრულებაშ ვკითხულობთ, რომ ,,ობიექტის სპეციფიკაციის გათვალისწინებით აღნიშნულ სამუშაოებზე მიმწოდებელს საგარანტიო ვადა არ მოეთხოვება''

Print

სტატიის გამოყენების პირობები