ახალი ამბები
სამოქალაქო განათლების საუკეთესო მასწავლებლებს Silknet-მა ერთწლიანი ულიმიტო პაკეტი გადასცა
Silknet-მა სამოქალაქო განათლების 5 საუკეთესო მასწავლებელი დააჯილდოვა.

პედაგოგებს კომპანიისგან საჩუქრად გადაეცათ ერთწლიანი ულიმიტო პაკეტი, რომელიც მოიცავს უფასო ინტერნეტს, ზარებს და SMS-ებს.

ასევე, სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულმა 25-მა მასწავლებელმა "სილქნეტისგან" მიიღო სიმბოლური საჩუქრები.

შეგახსნებთ, გუშინ, ,,იუსაიდის'' სამოქალაქო განათლების პროგრამის წარმომადგენლებმა წლის საუკეთესო პედაგოგად, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის სამოქალაქო განათლების პედაგოგი მიმოზა ღოლიჯაშვილი დაასახელეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები