ახალი ამბები
გორის ,,გორი'' მესამე ლიგაში გააგრძელებს ასპარეზობას
საფეხბურთო კლუბი "გორი" საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის მესამე ლიგაში იასპარეზებს.

ამის შესახებ ინფორმაციას გორის მერია ავრცელებს. კლუბი გასულ სეზონზეც მესამე ლიგის ჩემპიონატისათვის იბრძოდა.

პირველი მატში 5 აპრილს, 16 საათზე "ქართლის" სტადიონზე გაიმართება ლანჩხუთის ,,გურიასთან''

,,ახალი სეზონისთვის მოსამზადებელი შეკრება კლუბმა იანვრიდან დაიწყო და რამდენიმე ეტაპად ჩაატარა, გაიმართა ამხანაგური მატჩებიც.''- აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები