ახალი ამბები
მოქალაქეებმა ჩახერგილი გზა თავად გახსნეს - ხიდი ავარიულია
სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი მოქალაქეებმა თავად გახსნეს. ამის შესახებ ინფორმაციას ხაშურის მერია ავრცელებს.

ხიდი ერთი კვირის წინ სპეციალურად ჩახერგეს, რადგან ადიდებულმა მტკვარმა ბურჯს საფრთხე შეუქმნა.

,,გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარე მტკვარზე სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიული მდგომარეობაშია. მუნიციპალიტეტმა ხიდთან გამოაკრა გამაფრთხილებელი განცხადება და მეტი უსაფრთხოებისთვის მისასვლელი გზა ბეტონის ბორდიურით ჩახერგა. ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ მოხდა ჩამხერგავი ბორდიურის თვითნებური გადაადგილება, რაც მაღალი ალბათობით გულისხმობს, რომ გარკვეული პირები აგრძელებენ ხიდით სარგებლობას, რაც უდიდეს საფრთხესთანაა დაკავშირებული.'' - აღნიშნავენ მერიაში.

დღეს დილით მერიის თანამშრომლებს ხიდი გახსნილი დახვდათ:

,,მუნიციპალიტეტის მერია აუცილებლად მიიჩნევს ერთხელ კიდევ განმარტოს, რომ ხიდზე შესასვლელი ბორდიურით ჩახერგილია კონკრეტული მიზნით - რათა არ მოხდეს ხიდზე მოქალაქეების, ავტომობილების, პირუტყვის გადაადგილება, რაც უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს მათი სიცოცხლისთვის.

მუნიციპალიტეტის მერია მოგიწოდებთ, არ მიმართოთ თვითნებურ ქმედებებს, გადაადგილებისთვის ნუ გამოიყენებთ ავარიულ ხიდს დაგთხოვთ ისარგებლოთ შემოვლითი გზით სოფლების: თაგვეთისა და ხცისის მხრიდან.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები