ახალი ამბები
გორის სანაპიროზე ახალი სკამი დაამტვრიეს - კეთილმოწყობის სამსახურის თხოვნის მიუხედავად
გორში, კეთილმოწყობის სამსახურის თხოვნის მიუხედავად, დასასვენებელი სკამი ისევ დაამტვრიეს.

ფოტო ბარნოვის ქუჩაზეა გადაღებული, სადაც ახალი სკამი ორი კვირის წინ დადგეს.

როგორც კეთილმოწყობის სამსახურის პრეს-სამსახურში დაგვიდასტურეს, სკამი ახალი შეძენილია.

ორი კვირის წინ, კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა გიორგი ბარჯაძემ ადგილობრივი ტელევიზიით განაცხადა, რომ გახშირდა ,,ვანდალიზმის'' ფაქტები. კერძოდ, ამტვვრევენ სკამებს, ნათურებს და ა.შ.

მან მოქალაქეებს სთხოვა, რომ მსგავსი ქმედებები აღარ განეხორციელებინათ. მიუხედავად თხოვნისა და მოწოდებისა, სანაპიროზე სკამი ისევ დამტვრეულია.

გარდა ამისა, კეთილმოწყობის სამსახურის ცნობით, მოქალაქეები სკამებს ადგილს უცვლიდნენ, რისთვისაც მოხდა მათი ფიქსაცია. დღეს სკამები ასფალტზე მყარადაა დამაგრებული.
Print

სტატიის გამოყენების პირობები