ახალი ამბები
კასპის კომაროვის საშაბათო სკოლაში მათემატიკის მოყვარული მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია დაიწყო
კასპის კომაროვის საშაბათო სკოლაში მათემატიკის მოყვარული მოსწავლეებისთვის რეგისტრაცია დაიწყო. 

საშაბათო სკოლა გათვალისწინებულია III, IV, V, VI კლასის  მოსწავლეებისთვის. 

სწავლა დაიწყება 22 ან 23 აპრილს, ზუსტი თარიღი და გაკვეთილის ჩატარების დრო მშობლებს მიეწოდებათ რეგისტრაციის შემდეგ.

,,არის როგორც ონლაინ სწავლება, ასევე ადგილზე. სასწავლო ლიტერატურით უზრუნველგყოფთ ჩვენი გუნდი. შეგიძლიათ სურვილისამებრ ან მრავალი ფაქტორის გათვალისწინებით აირჩიოთ თქვენთვის სასურველი სწავლების მეთოდი ონლაინ ზუმის გამოყენებით ან კასპის მესამე საჯარო სკოლაში'' - აღნიშნულია განცხადებაში.

,,უკვე მე-6 წელია მცხეთა ლაგოდეხის საშაბათო სკოლას წარმოვადგენთ, კასპიდან ჩვენი მეგობრების, მშობლების თხოვნით შევეცდებით ამ ქალაქშიც პოპულარული გავხადოთ საშაბათო სკოლა, ჩვენი სკოლის მიზანი პატარებში ლოგიკური და სხარტი აზროვნების ჩამოყალიბებაა,
შაბათის სკოლის გაკვეთილები განსაკუთრებული მიდგომით გამოირჩევა. სპეციალურად შექმნილი სახელმძღვანელოები, სასწავლო მასალები და ინტერაქციული მიდგომა ქმნის იმ ატმოსფეროს, სადაც მოსწავლე თვითონ არის დაინტერესებული ჩაერთოს საგაკვეთილო პროცესში. მიზანიც სწორედ მათემატიკით ახალგაზრდების დაინტერესებაა, იმის იმედით რომ მომავალში კასპის საშაბათო სკოლის მოსწავლეები სწავლას კომაროვის სკოლაში განაგრძობენ'' - ამბობს საშაბათო სკოლის წარმომადგენელი ნუცა მაჭარაშვილი.

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: თაზო ლოლიშვილი-598 39 92 49; ნუცა მაჭარაშვილი - 598 29 26 13

აპლიკაციის შესავსები ლინკი:

https://forms.office.com/r/reyUwZnVht
Print

სტატიის გამოყენების პირობები