ახალი ამბები
ზნაურის მხრიდან ველური ცხენები გადმოდიან - ამბობენ ქარელის საკრებულოში
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოები იწყება, თუმცა შიშობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიებიდან ველური ცხენები წელსაც გადმოვლენ.

ამის შესახებ ქარელის საკრებულოს თავმჯდომარემ ჯუმბერ შუბითიძემ გვითხრა.

მისი ინფორმაციით, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლებში, ცხენებმა შარშან ნათესები გაანადგურეს.

,,ძირითადად, ზნაურის რაიონიდან გადმოდიან ხოლმე. ველური ცხენები არიან, როგორც მოსახლეობა ამბობს, ბევრნი არიან და ლამაზები. ნათესებში შედიან და ანადგურებენ'' - გვითხრა ჯუმბერ შუბითიძემ.

ველური ცხენების ფოტოთემატური
Print

სტატიის გამოყენების პირობები