ახალი ამბები
,,ეს ხდება რიკოთზე'' - წერენ სოციალურ ქსელში, თუმცა გზების დეპარტამენტისთვის უცნობია ადგილმდებარეობა
სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, სადაც ასახულია გზაზე კლდის ლოდების ჩამოცვენის ფაქტი.

საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის არ არის ცნობილი, თუ სადაა გადაღებული ფოტო. სხვადასხვა მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ტექსტში ნათქვამია, რომ კლდეები რიკოთის უღელტეხილზე მდებარე გზაზე ჩამოცვივდა.

თავდაპირველად ფოტო გავრცელდა ფეისბუქის გვერდზე - ,,ჩემი ქალაქი მკლავს''. თუმცა, სხვადასხვა საინფორმაციო საშუალებების გვერდებზე მოქალაქეები აკომენტარებენ, რომ ფოტო გადაღებულია ლეჩხუმში, რიონის ნაპირზე.

,,აღნიშნული ფოტო არ გახლავთ ჩვენ მიერ გავრცელებული, ვერ გეტყვით დაზუსტებით.''- გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

რაც შეეხება რიკოთის უღელტეხილს, რომელიც ერთმანეთს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს აკავშირებუს, გზების დეპარტამენტი წერს:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე ქვათაცვენის გამო, დადგა გზის გაწმენდის საჭიროება. რის გამოც, აღნიშნული გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია

გზის სავალი ნაწილის გაწმენდამდე, დროის აღნიშნულ პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის გავლით, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კმ-ზე საავტომობილო გზის გაწმენდითი სამუშაოების დასრულებისთანავე, რიკოთის მიმართულებით მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით
Print

სტატიის გამოყენების პირობები