ახალი ამბები
მუშები აცხადებენ, რომ გურამიშვილის ქუჩის სარდაფების დიდი ნაწილი ნაგვით იყო სავსე
გორში გურამიშვილის ქუჩაზე ტროტუარებისა და სათავსოების მოწყობის სამუშაოები ზაფხულამდე გაგრძელდება.

როგორც კომპანიის მიერ დასაქმებული მუშები ამბობენ, სარდაფების დიდი ნაწილი ნაგვით იყო სავსე:

,,ჩვენი მოვალეობა არ იყო ამ ნაგავის გატანა, მაგრამ რა გვექნა. თუ გვინდა, რომ საქმე კარგად გაკეთდეს, სარდაფები სუფთა უნდა ყოფილიყო'' - გვითხრეს მუშებმა.

აღნიშნული ქუჩის სარდაფებში საბითუმო მაღაზიებია გახსნილი.

სამუშაოები 2023 წლის 23 მარტს უნდა დასრულდებულიყო. ხელშეკრულება 2022 წლის 20 დეკემბერს გაფორმდა. სამუშაოები 3 დღეში უნდა დაწყებულიყო და 60 დღეში, ანუ 2023 წლის 23 მარტს უნდა დასრულებულიყო.

თუმცა, გურამიშვილის ქუჩის ტროტუარები დღეს ასე გამოიყურება.

კომპანია ,,ბილდკინგსს'' ამინდების გაუარესების მიზეზით, ასევე იმ მიზეზით, სამუშაოები ორი კვირის დაგვიანებით დაიწყო. ვადა 31 მაისამდე გადაუწიეს.

კიდევ ერთი დეტალი. საფეხმავლო სივრცის მოწყობის სამუშაოები 23 დღის დაგვიანებით დაიწყო, თუმცა გორის მერიას ამასთან დაკავშირებით პრეტენზია არ გამოუხატავს, მაშინ, როდესაც ანტონოვის ქუჩაზე, საგზაო კომპანიას 10-დღიანი დაგვიანებისთვის, ხელშეკრულება გაუწყვიტეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები