ახალი ამბები
ხაშურში მერიამ სასაფლაოს ტერიტორია გაასხვისა - ჩივის ხელოსანი
ხაშურში, მოქალაქე ჩივის, რომ მერიამ სასაფლაოს ტერიტორია გაყიდა. საუბარია 1209 კვ.მ მიწის ფართობზე, სადაც მოქალაქეს სახელოსნო ჰქონდა გახსნილი.

ხელოსანი 15 წლის მანძილზე მუშაობდა, თუმცა მოულოდნელად შეიტყო, რომ მიწას კერო ინვესტორი გამოუჩნდა.

ხელოსანმა დავა სასამართლოში დაიწყო. ამბობდა, რომ მიწის ნაკვეთი მერიას კი არ უნდა გაეყიდა, არამედ სასაფლაოსთვის დაეტოვებინა.

მისი განმარტებით, ტერიტორია არც კი მოუთხოვია აღიარების კომისიისთვის, რადგან თვლიდა, რომ ტერიტორია სასაფლაოს ეკუთვნოდა, რადგან ის ყოვეწლიურად ფართოვდება.

სასამართლომ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. მერიის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტი ძალაში დატოვა. მერიამ პირობა დადო, რომ ხელოსანს ალტერნატიულ ფართობს გამოუძებნის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები