ახალი ამბები
დასავლეთ საქართველოს მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზით
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ცნობით, თბილისიდან დასავლეთის მიმართულებით მოძრავი ტრანსპორტის ნაკადი გადაადგილდება გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის გავლით,

ხოლო დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი - ზესტაფონი-ჭიათურა-საჩხერე- გომის მიმართულებით.

,,შემოვლით გზებზე სატრანსპორტო ნაკადის უსაფრთხო მოძრაობას საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები არეგულირებენ და საჭიროების შემთხვევაში მძღოლებს დახმარებას უწევენ.'' - აღნიშნულია საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის განცხადებაში.

რიკოთზე ქვათაცვენის გამო სამგზავრო ტრანსპორტის გადაადგილება 13 აპრილიდან აღდგება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები