ახალი ამბები
სოფელ სკრის სკოლის ეზოში საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ სკრის სკოლის ეზოში საქველმოქმედო ბაზრობა გაიმართა.

მოსაწვლეებმა გასაყიდად საკუთარი ხელნაკეთი ნივთები და სხვადასხვა აქსესუარები გამოიტანეს.

როგორც სკოლის ადმინისტრაცია იუწყება, გაიყიდა 936 ლარის ნივთები.

შემოსული თანხა 936 (ცხრაას ოცდათექვსმეტი) ლარი გადაირიცხება

,,უღრმესი მადლობა სკრის საჯარო სკოლის გუნდის წევრებს, მოსწავლეებს, პედაგოგებს, ტექნიკურ პერსონალს, ექთანს, მანდატურებს. გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელს ქ-ნ ნანა ტერმაკოზაშვილსა და მის თანამშრომლებს. გორის მუნიციპალიტეტის მერიას ტექნიკური მხარდაჭერისთვის; სკრის ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებს, გამგებელსა და მის მოადგილეს; სკრის საბავშვო ბაგა-ბაღის გამგეს ქ-ნ ამალია კაკაშვილს, არასამთავრობო ორგანიზაცია ბეთლემის ხელმძღვანელს ქ-ნ მერი მაყიშვილს, სოფლის მოამაგე ქ-ნს მანანა მამულაშვილს, ყველას, ყველას, ვინც არ დაზოგა თავი კეთილი საქმისათვის და გვერდში დაგვიდგა. თანხა გადაირიცხება გიორგი კუზიბაშვილის დასახმარებლად'' - აღნიშნულია განცხადებაში
Print

სტატიის გამოყენების პირობები