ახალი ამბები
გორის რაიონში მაკაროვის სისტემის იარაღი ამოიღეს
შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გორის მუნიციპალიტეტში ერთი პირი დააკავეს, ერთი კი ამხილეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს.

პრესსამსახურის ცნობით, დაკავებულის - 1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.ა.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოიღეს მაკაროვის სისტემის პისტოლეტი, მჭიდი და 5 ვაზნა,

ხოლო მხილებული პირის - 1959 წელს დაბადებული მ.ი.-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები