ახალი ამბები
წინარეხი-ქვათახევის გზაზე წვიმის დროს შესაძლოა ფერდობი ჩამოიშალოს - მოსახლეობა
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ წინარეხის სიახლოვეს, გზაზე შესაძლოა ქვიშის მასა ჩამოიშალოს.

ამის შესახებ ადგილობრივები გვწერენ. მათი თქმით, ეს საფრთხე განსაკუთრებით წვიმის დროს იქმნება.

,,სულ ცოტა ხნის წინ დიდი წვიმები იყო და გზაზე ნიაღვარი წამოვიდა. ახლა როგორც ვატყობთ ეს ფერდობი ჩამოიშლება და დიდი სიფრთხილეა საჭირო. იქნებ დაინტერესდნენ შესაბამისი სამსახურები რომ ჩამოსაშლელი მიწა ხელოვნურად გაიტანონ'' - აცხადებენ ადგილობრივები.

აღსანიშნავია, რომ აღნიშნული გზა უკავშირდება ქვათახევის მონასტერს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები