ახალი ამბები
3 ბარიერი ხაშური-ხალების ხიდზე
ხაშურის მერიამ ხალებთან მისასვლელ გზებზე უსაფრთხოების ზომები გაამკაცრა.

თავდაპირველად განცხადება, შემდეგ ბეტონის ბორდიური, ამჯერად კი ხრეში დაყარა. როგორც მერიაში განმარტავენ, განცხადება და ბეტონის ბორდიური საკმარისი არ აღმოჩნდა.

,,გარემოს ეროვნული სააგენტოს საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე მდინარე მტკვარზე, სოფელ ხალებთან დამაკავშირებელი ხიდი ავარიული მდგომარეობაშია და მისი ექსპლუატაცია კატეგორიულად აკრძალულია. მუნიციპალიტეტმა, ხიდთან გამოაკრა გამაფრთხილებელი განცხადება და მეტი უსაფრთხოებისთვის მისასვლელი გზა ბეტონის ბორდიურით ჩახერგა. თუმცა, მიუხედავად არაერთგზის გაფრთხილებისა, გვაცნობეს, რომ ხიდზე მაინც ხდება თვითნებური გადაადგილება, რაც საფრთხის შემცველია. ამასთან, როგორც გაზაფხულის სეზონს ახასიათებს, მდინარე მტკვარში წყლის დონე საკმაოდ არის მომატებული, რაც დამატებით საფრთხეს წარმოადგენს. მუნიციპალიტეტის მერია უმორჩილესად გთხოვთ, გადაადგილებისთვის ისარგებლოთ თაგვეთისა და ხცისის მხრიდან შემოვლითი ალტერნატიული გზებით.'' - აღნიშნულია მერიის განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები