ახალი ამბები
ევროკავშირის მისია მიესალმება სააღდგომოდ გამშვები პუნქტების გახსნას
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის დიმიტრიოს კარაბალისი გამყოფ ხაზთან პერევისა და მოსაბრუნის საგუშაგოების გახსნას მიესალმება.

ამის შესახებ განცხადება ევროკავშირის სადამკვიდვებლო მისიის ფეისბუქის გვედზე გამოქვეყნდა.

,,მივესალმებით ოძისისა და ქარზმანის გადაკვეთი პუნქტების დროებით გახსნას 14-დან 18 აპრილამდე მართლმადიდებლური აღდგომის პერიოდის განმავლობაში. ეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მხარეს მისცემს სასაფლაოებსა და ეკლესიებზე წვდომის შესაძლებლობას. ამ საკითხის აქტიურად განხილვა და მხარდაჭერა ხდებოდა ერგნეთის ინციდენტტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში თანათავმჯდომარეების მიერ მათ შორის 2 მარტს გამართულ უკანასკნელ შეხვედრაზე. ევროკავშირის მისი აკვლავაც განაგრძობს გადაკვეთის პუნქტების სრულად ფუნქციონირების განახლებისკენ მოწოდებას'' - აღნიშნავს დიმიტრიოს კარაბალისი.

შეგახსენებთ, დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის, ალან გაგლოევის გადაწყვეტილებით, ახალგორისა და ჯავის რაიონის მოსახლეობისთვის საგუშაგოები სააღდგომოდ გაიხსნება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო რესი ავრცელებს.

გაგლოევის განკარგულებით, საგუშაგოები მოსაბრუნსა (ოძისი) და პერევში (ქარზმანი) გაიხსნება აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით. კერძოდ, 2023 წლის 14-დან 18 აპრილის ჩათვლით, 08 საათიდან 20:00 საათამდე ჯავისა და ახალგორის რაიონების მცხოვრებლებს უფლება მიეცათ საგუშაგოზე გავლა გამარტივებული წესით.

ამავე წყაროს ცნობით, აღდგომის დღესასწაულზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ძალოვანი სტრუქტურები გაძლიერებულ რეჟიმში იმუშავებენ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები