ახალი ამბები
გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის თანამშრომლების საქველმოქმედო აქცია
ქალაქ გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინიციატივით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში მცხოვრებმა სოციალურად დაუცველმა კუსტაძეების ოჯახმა სასურსათო პროდუქტი მიიღეს.

საქველმოქმედო ღონისძიებას გორის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა, გიორგი ჯაბიშვილმა გაუკეთა ორგანიზება.

გიორგი ჯაბიშვილის განცხადებით, მისმა სამსახურმა სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტს კუსრაძეებთან და აღნიშნა, რომ სიკეთე გადამდებია და ეს აქცია კიდევ ბევრ ქველმოქმედს გააერთიანებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები