ახალი ამბები
შიდა ქართლში საბჭოთა პერიოდში აშენებულ 19 შენობას დაანგრევენ
შიდა ქართლში საბჭოთა პერიოდში აშენებულ 19 შენობას დაანგრევენ.

ქონების ეროვნული სააგენტოს ცნობით, ეს შენობები სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მდებარეობს და მოქალაქეებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

გარდა ამისა ამახინჯებს გარემოს და საჭიროა მათი დემონტაჟი.

როგორც ირკვევა, შენობების ნგრევა დააჩქარა უხვმა ნალექმაც:

,,დამატებით გასათვალისწინებელია, რომ სტიქიური მოვლენები მნიშვნელოვნად აუარესებენ აღნიშნული შენობა-ნაგებობის მდგომარეობას და კრიტიკულად ზემოქმედებენ მათზე, როგორც საზოგადოებისთვის საფრთხის შემცველ ობიექტებზე. შესაბამისად, შენობა-ნაგებობების მდგომარეობის შესწავლის შემდეგ, საინჟინრო/საექსპერტო დასკვნის და საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის საფუძველზე საჭიროა განხორციელდეს მათი სასწრაფო სადემონტაჟო სამუშაოები'' - აღნიშნულია ქონების ეროვნული სააგენტოს დირექტორის განკარგულებაში

ამ ეტაპზე უცნობია, თუ რომელი 19 შენობის დემონტაჟია გათვალისწინებული.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები