ახალი ამბები
თბილისში, გორსა და თელავში მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით ახალი პროექტის განხორციელება დაიწყო
გაიმართა პროექტის - „ახალგაზრდების თვითგამორკვევის, კეთილდღეობისა და დასაქმების ხელშეწყობა“ გახსნითი ღონისძიება.

პროექტი მიზნად ისახავს ადგილობრივ შრომის ბაზარზე მოწყვლადი ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდას და მათ დასაქმებასა/თვითდასაქმებაში ხელშეწყობას.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომლებიც გაეცნენ პროექტის შინაარსს, სამიზნე ჯგუფსა და სამუშაო არეალს.

შეხვედრის ფარგლებში მომხსენებლებმა ისაუბრეს სფეროში არსებულ გამოწვევებზე, მხარდამჭერ მომსახურებებზე და გამოხატეს თანამშრომლობის მზაობა და სურვილი.

პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროსა და ჰერმან გმაინერის გერმანიის ფონდის SOS-Kinderdörfer weltweit ფინანსური მხარდაჭერით თბილისში, გორსა და თელავში ასოციაცია ,,საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფლის’’, ,,კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის’’, კახეთის სამხარეო განვითარების ცენტრი,,საზოგადოება ბილიკისა’’ Society Biliki და ,,კათილდღეობისა და განვითარების ცენტრის’’ " ერთობლივი პარტნიორობით.“

Print

სტატიის გამოყენების პირობები