ახალი ამბები
გორის მერიაში ავტომრეცხავის პოზიცია შეიქმნა
გორის მერიაში ავტომრეცხავის პოზიცია შეიქმნა.

ამის შესახებ საკრებულოს 18 აპრილის სხდომაზე გადაწყვეტილება საკრებულოს სხდომაზე მიიღეს.

განკასრგულების მიღებამდე, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ამ ეტაპზე ხელშეკრულებით დასაქმებული იყო 25 პირი, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 5 პირი. "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის საფუძველზე დამხმარე ამოცანების შესრულების მიზნით მიღებულ შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეთა რიცხოვნობა არ უნდა აღემატებოდეს საჯარო დაწესებულების მთლიანი საშტატო რიცხოვნობის 5%-ს. გორის მუნიციპალიტეტის მერიის და საკრებულოს აპარატის მთლიანი საშტატო რიცხოვნობა შეადგენს 307.848 ერთეულს, ხოლო აღნიშნულის 5 % არის 15.3924 ერთეული.

იმის გამო, რომ ხელშეკრულებით დასაშვებ პირთა რაოდენობამ ზღვრულ ნორმას გადააჭარბა, მერიას თანხმობის მიღება საკრებულოსგან დასჭირდა. საკრებულომ გამონაკლისი დაუშვა.

,,გორის მუნიციპალიტეტის მერიას, მისი ფუნქციების სრულყოფილად შესრულების მიზნით, ესაჭიროება დამატებით ორი პირის შრომითი ხელშეკრულებით აყვანა, მათ შორის: ერთი პირის ავტოსატრანსპორტო საშუალებების მრეცხავის პოზიციაზე, ხოლო ერთი პირის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არქიტექტურულ, კულტურულ და არქეოლოგიურ ობიექტებთან დაკავშირებით გორის მუნიციპალიტეტის მერისთვის კონსულტაციის გაწევის მიზნით.'' - წერია განკარგულებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები