ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტს გაცვლითი პროგრამით 20-მდე პოლონელი სტუდენტი ესტუმრა
გორის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ერასმუსის პროგრამის ფარგლებში, ესტუმრა პოლონელი ახალგაზრდების ჯგუფი.

პოლონელი სტუდენტები მონაწილეები ერთი კვირის განმავლობაში, ქართველ თანატოლებთან ერთად, მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა აქტივობაში.

პროექტს ახორციელებს პოლონურ-ქართული თანამშრომლობის ცენტრი და მასში, საერთო ჯამში, 20 ახალგაზრდაა ჩართული.

,,პოლონელი და ქართველი სტუდენტების ჯგუფს შეხვდა გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი გიორგი სოსიაშვილი, რომელმაც მადლობა გადაუხადა პროექტის ორგანიზატორებს და მონაწილეებს აქტიურობისთვის, ისაუბრა მსგავსი პროექტების განხორციელების მნიშვნელობაზე და წაიკითხა ლექცია პოლონურ-ქართულ ურთიერთობაზე.'' - აღნიშნულია უნივერსიტეტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

Erasmus+ არის ევროკავშირის პროგრამა განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სფეროებში.

2021-2027 პროგრამის ბიუჯეტი €26.2 მილიარდი ევროთი განისაზღვრება და მის მიზანს სოციალური ჩართულობის, მწვანე და ციფრული განვითარებისა და დემოკრატიულ ცხოვრებაში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობა წარმოადგენს.

Erasmus+ მობილობისა და თანამშრომლობის შესაძლებლობებს შემდეგი მიმართულებით იძლევა:

უმაღლესი განათლება
პროფესიული განათლება
საშუალო განათლება
ზრდასრულთა განათლება
ახალგაზრდობა
სპორტი

ასოცირებული (პროგრამის) და არაასოცირებული (პარტნიორი) ქვეყნებისათვის პროგრამა სხვადასხვა შესაძლებლობებს იძლევა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები