ახალი ამბები
ხოვლელები ითხოვენ გორთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოვლეში გორთან დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციას ითხოვენ.

ადგილობრივი მცხოვრებნი კასპის მერიას მიმართავენ და აღნიშნავენ, რომ მართალია გზა სათადარიგოა, თუმცა ვიზიტორები ივანე ჯავახიშვილის მუზეუმისკენ, ასევე სოფლის სტუმრები დაზიანებული გზით სარგებლობენ.

როგორც ადგილობრივები მცხოვრებნი წერენ, აღდგომის დღესასწაულზე სტუმრების დიდი ნაწილი სოფელს ამ გზით ესტუმრა.

კასპის მერიის ეკონომიკური სამსახურის წარმომადგენლის, ზურაბ გელიტაშვილის ცნობით, ხოვლის გზა, რომელიც გორის მიმართულებით უმოკლეს მარშრუტს წარმოადგენს, დაახლოებით 7 კმ-ია.

მისივე ცნობით, ამ გზის მოასფალტებისთვის 2,5 მლნ ლარია საჭირო. ხოლო მიმდინარე 2023 წელს შედგება საპროექტო დოკუმენტაცია.

რაც შეეხება კასპთან და თბილისთან დამაკავშირებელ გზას, აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია 2013-2014 წლებში ჩაუტარდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები