ახალი ამბები
სოფელ ქვახვრელში ,,ბოჭორიშვილის კლინიკის'' ექიმებმა უფასო სამედიცინო აქცია ჩაატარეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში დღეს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაატარეს.

,,აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის" ექიმებმა სოფლის მცხოვრებლებს, 100-ზე მეტ მეტ მოქალაქეს დახმარება გაუწიეს.

გასინჯვის შემდეგ, მათ პირველადი დახმარების მედიკამენტები გადასცეს.

გორის მერის წარმომადგენლის, დავით ადუაშვილის ცნობით, კლინიკიდან იმყოფებოდა თითქმის ყველა პროფილის ექიმი: კარდიოლოგი, ნევროლოგი, პედიატრი, ქირურგი, გინეკოლოგი, ოფთალმოლოგი, ინფექციონისტი, ანგიოლოგი.

სოფლის წარმომადგენლის განცხადებით, დღევანდელ აქციის ორგანიზებაში დიდი წვლილი მიუძღვის მაკა სოლოღაშვილს და ირაკლი მირუაშვილს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები