ახალი ამბები
გორის ხელბურთელთა გუნდი უმაღლეს ლიგაში თამაშობს და ჯგუფის ლიდერია
ხელბურთელთა გუნდი ,,გორი“ უმაღლესი ლიგის მეორე ჯგუფში ლიდერია.

ერთ-ერთი ბოლო შეხვედრა თბილისის ,,სპორტუნთან" გამართა.

გორელებმა პირველ ტაიმში 22:19 აჯობეს მეტოქეს, საბოლოოდ კი 44:39 სძლიეს მოწინააღმდეგეს.

ყველაზე მეტი - 10 გოლი ბექა გახოკიძემ გაუტანა მეტოქეს, 8-8 გოლი კი თორნიკე გაგალოშვილის და ნოდარ დალაქიშვილის ანგარიშზეა.

6 გოლი გაიტანა გიორგი ახალბედაშვილმა, 4 - 4 ლაშა შემშენოვმა და გიორგი თედიაშვილმა, 2 - ლუკა ბიძინაშვილმა და 1-1 გოლი შეაგდეს ვაკო კვარიანთაშვილმა, მიხეილ ბაბუციძემ. ითამაშეს ასევე საბა ტურაშვილმა და მეკარეებმა - არჩილ გარიშვილმა, ბაკურ ჯაფარიძემ და ალეკო გელაშვილმა.

გუნდის ხელმძღვანელი გია მამაცაშვილი, მოთამაშე - მწვრთნელი თორნიკე გაგლოშვილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები