ახალი ამბები
სეტყვა გრძელდება შიდა ქართლის სოფლებში - დღე IV
დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვახვრელი, უფლისციხე და მიმდებარედ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფლები დაისეტყვა.

სტიქია შიდა ქართლის სოფლებში მეოთხე დღეა გრძელდება.

თავდაპირველად, 26 აპრილს, სეტყვამ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ხანდაკის ნათესები დააზიანა.

28 აპრილს გორის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი, 29 აპრილს კი ქალაქი გორი და კარალეთის მიმდებარე ტერიტორია.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, წვიმიანი ამინდები 3 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება.

ფოტოზე სოფელი ქვახვრელი, 30 აპრილი
Print

სტატიის გამოყენების პირობები