გორში, 9 მაისს, უკვდავი პოლკის წევრებმა აქცია გამართეს.
ისინი, სტალინისა და წითელი დროშებით, საბჭოთა ბელადის მუზეუმის წინ
შეიკრიბნენ.
სამოქალაქო აქტივისტის, თეონა ფანქველაშვილის ცნობით, აქციაზე საბჭოთა
სიმბოლიკებია გამოყენებული, რაც სახელმწიფომ უნდა აღკვეთოს.
მას იმედი აქვს, რომ საბჭოთა სიმბოლიკების გამოყენების გამო, უკვდავი
პოლკის წევრები დაჯარიმდებიან.
აქციაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებიც
იმყოფებიან და მსვლელობას აკვირდებიან.
9 მაისს რუსეთთსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ფაშიზმზე გამარჯვებას
ზეიმობენ. წელს მეორე მსოფლიო ომის დამთავრებიდან 78 წელი გავიდა.
გორის მერიის წარმომადგენლებმა მეორე მსოფლიო ომში დაღუპულების
ხსოვნას პატივი დიდების მუზეუმში მიაგეს.
სტატიის გამოყენების პირობები