ახალი ამბები
გორის ციხეზე ტურისტს წვივ-კოჭი დაუზიანდა
გორის ციხეზე ტურისტი დაშავდა, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სამხედრო ჰოსპიტლის გადაუდებელი განყოფილების ხელმძღვანელი იგორ გეროგიანი აცხადებს, რომ კლინიკაში 30 წელს გადაცილებული პაციენტი შეყვანილი იქნა წვივ-კოჭის დაზიანებით:

,,პაციენტი შემოყვანილ იქნა წვივ-კოჭის დაზიანებით, ჩაუტარდა ოპერაციული მკურნალობა. მისი მდგომარეობა სტაბილური, რჩება სტაციონარში და უტარდება სტაციონალური მკურნალობა'' - აცხადებს ექიმი.

რატომ დაშავდა რუსეთის მოქალაქე, შს სამინისტროში ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებენ. გორის ციხის დაცვის თანამშრომლები ვალდებულნი არიან მოქალაქეთა უსაფრთხოება დაიცვან.

გორის ტურიზმის განყოფილების ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე აცხადებს, რომ გორისციხე ტურისტებისთვის არ წარმოადგენს საფრთხეს და შეუძლებელია იქიდან ვინმე გადმოვარდეს.

,,ინფრასტრუტურა იმდენად დაცულია ციხეზე, რომ შეუძლებელია იქიდან ვინმე გადმოვარდეს. ერთადერთის საფრთხე არსებობს მაშინ, თუკი ვინმე 2 მ-ის სიმაღლის ქონგურაზე ავადა და იქ დაიწყებს ფოტოების გადაღებას.''- აღნიშნავს რობერტ მაღლაკელიძე.

რეალურად, რა ვითარებაში დაშავდა ტურისტი, ჩვენთვის უცნობია. ეს ინფორმაცია აქვს შსს-ს, რომელიც ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. 



Print

სტატიის გამოყენების პირობები