ახალი ამბები
გორიინნთან მშენებარე ბულვარისთვის უკვე დახარჯულია 2,8 მლნ ლარი
გორში, ,,გორიინიდან'' ძველ ხიდამდე მშენებარე ბულვარისთვის უკვე გადარიცხულია 2,8 მლნ ლარი.

ამის შესახებ ოფიციალური დოკუმენტები გამოქვეყნებულია.

საზედამხედველო კომპანია ,,ოპტიმალგრუპის'' დასკვნით, სამუშაოების ხარისხი დამაკმაყოფილებელია.

დარჩენილია თითქმის 1 მლნ ლარის სამუშაოები, თუმცა დღეს დილიდან მტკვარმა ადიდება დაიწყო.

მდინარე იმ ძველ კალაპოტს უბრუნდება, რომელიც სამშენებლო კომპანია ,,არალის'' წარმომადგენლებმა ქვიშით და ხრეშით გადაკეტეს.

,,დილის საათებში საერთოდ არ იყო წყალი ამ კალაპოტში, სულ რაღაც ორი საათია, რაც მოიმატა და გადმოსვლა დაიწყო'' - გვითხრა ერთ-ერთმა ადგილობრივმა, რომელიც ძველი ხიდის სიახლოვეს ცხოვრობს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, ნალექიანი ამინდები მოსალოდნელია სამშაბათამდე, 16 მაისამდე.


იხ. ამავე თემაზე

მერია ძველი ხიდიდან ,,გორი ინნამდე'' მტკვრის კალაპოტში ბულვარის მოწყობას გეგმავს

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები