ახალი ამბები
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად ხაშურში საზეიმო ღონისძიებები 2 დღე გაგრძელდება
ქალაქი ხაშური, დიმიტრი ყიფიანის სახელობის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე , 2023 წლის 26 მაისს 2-დღიანი კონცერტი გაიმართება.

ამის შესახებ ინფორმაცია ხაშურის მერიიდან მოგვაწოდეს.

ღონისძიებების საორიენტაციო პროგრამა ასეთია:

• გმირთა მემორიალების ყვავილების გვირგვინით შემკობა;
• 13:00 - დამონტაჟებული უნდა იყოს სცენა და აპარატურა;
• კოსტუმირებული მსვლელობა - ხაშური რუსთაველის ქუჩა - წმინდა დიმიტრი ყიფიანის სახელობის მოედანი;
• ფეინთბოლის ჩემპიონატი;
• ადგილობრივი მხატვრების, მეწარმების და სახვითი ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა;
• ადგილობრივი კოლექტივების კონცერტი, ჭადრაკის ღია პირველობა;
• საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულება ცოცხლად;
• ანიმატორების გასართობი პროგრამა;
• წარმატებული სპორტსმენების და მათი მწვრთნლების დაჯილდოების ცერემონიალი;
• მოწვეული ბენდებისა და მომღერლების საზეიმო გალა კონცერტი;
• საზეიმო ფოიერვერკი;

რაც შეეხება 2023 წლის 27 მაისს, მერიის ცნობით, მოწვეული იქნებიან მუსიკოსები და მომღერლები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები