ახალი ამბები
ახალგორელი სტუდენტის მკვლელობის გამო ცხინვალის უნივერსიტეტში ყველა ღონისძიება გაუქმდა
ახალგორელი ბიჭის მკვლელობის გამო ცხინვალის უნივერსიტეტში ყველა ღონისძიება გაუქმდა.

უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, 19 წლის ვიაჩესლავ თიგიევი მათი უნივერსიტეტის სტუდენტი იყო.

ქალაქ ცხინვალში 19 წლის ბიჭი, წინასწარი ინფორმაციით, მოკლეს.

დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის შს სამინისტროს ცნობით, ცხედარი საცხოვრებელ სახლში ნახეს. ცხედარს ხელ-ფეხი ჰქონდა შეკრული და აღენიშნებოდა ძალადობის კვალი.

დე-ფაქტო შინაგან სამინისტრო გამოძიებას აწარმოებს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები