ახალი ამბები
გორის #2 სკოლის მოსწავლემ ,,სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების''ოლიმპიადაში გაიმარჯვა
გორის მეორე სკოლის მოსწავლე ანა ელიაური სასკოლო ოლიმპიადის გამარჯვებული გახდა. ამის გამო, სკოლას საჩუქარი გადასცეს.

ოლიმპიადა ჩაატარა ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტმა. სასკოლო ოლიმპიადაში გამარჯვებით, ანამ უნივერსიტეტში სწავლების სრული დაფინანსება მოიპოვა, ხოლო ამ გამარჯვებით სკოლას საჩუქრად გადაეცა მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური მიკროსკოპი.

ოლიმპიადა ჩატარდა "სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებების" (ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია) მიმართულებით.

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ცნობით, ოლიმპიადაში გამარჯვებულები გახდნენ და გერმანიაში, ZEISS-ის კორპორაციას ესტუმრებიან:

ანა ელიაური – ქალაქ გორის მე-2 საჯარო სკოლა
საბა წურწუმია – სოფიკო ჭიაურელის სახელობის ქალაქ თბილისის 54-ე საჯარო სკოლა
ქეთევან კუპრეიშვილი – ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის 41-ე ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა.

ანა ელიაური, სსიპ ქალაქ გორის N2 საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლე, უკვე ოქროსმედალოსანი კურსდამთავრებულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები