ახალი ამბები
გორში რესტორნის მანქანა მინისტადიონთან ბორდიურს შეეჯახა
გორში რესტორნის მანქანას ავარია შეემთხვა.

მოსახვევში მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ბორდიურს შეეჯახა.

აღნიშნულ ტერიტორიაზე მინისტადიონია და ყოველ საღამოს უამრავი ადამიანი, მათ შორის, ბავშვები იმყოფებიან.

გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანა, თუმცა როგორც პოლიციელებმა განაცხადეს, სერიოზული დაზიანება არავის მიუღია.

ავტომანქანას ხინკლის შეკვეთა მიჰქონდა და სიჩქარეში, როგორც მძღოლმა პოლიციელებს განაცხადა, მუხრუჭი გამოვიდა წყობიდან.
Print

სტატიის გამოყენების პირობები